Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი  
ქართულად ბეჭვდაზე გადაყვანა კლავიშით "~"
English   ქართული   Русский

Go Back   Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი > ფორუმის ადმინისტრაცია / Forum Administration > ფორუმის გამოყენების ტესტირება თქვენთვის

ფორუმის გამოყენების ტესტირება თქვენთვის აქ შეგიძლიათ გაივარჯიშოთ და დატესტოთ ფორუმი (ეს განყოფილება რეგულარულად გასუფთავდება)

Reply
 
Thread Tools Display Modes
Old 25-12-2012, 11:50   #1
Super Admin
Administrator
 
Super Admin's Avatar
 
Join Date: Dec 2007
Posts: 28
Super Admin has disabled reputation
Default გაწეული რელური ხარჯების კომპანიის ხარჯებში შეყვანა

მოკლედ, ასეთი ვითარებაა:
მაქვს პატარა შპს, რომელიც კომპიუტერული მომსახურების სფეროში საქმიანობს რამდენიმე თვე, თვეში საშუალოდ შემოსავალი მომსახურებიდან არის 500 ლარი. სულ დაგროვილია 2500 ლარამდე.

მაქვს შემდეგი ხარჯები:
არ მინდა რომ არაგონივრულად გავაკეთო და ეს თანხა ხელფასის სახით გამოვიტანო, რომელსაც შემდეგ 20% საშემოსავლო დააკლდება (მოგეხსენებათ მცირე ბიზნესისთვის ეს გაუმართლებლად დიდი ტვირთია, არადა სამწუხაროდ ჩვენთან არ ექცევა მცირე ბიზნესის შეღავათებს ყურადღება, რაც უსამართლოა). რადგან რეალურად მაქვს ხარჯები, რომლის შეტანაც მინდა ამ კომპანიის ხარჯებში, რადგან ისინი სულ კომპანიას ხმარდება, ესენია:
  • სამაგიდო კომპიუტერი
  • სამაგიდო კომპიუტერის სხვადასხვა დამატებითი აქსესუარები
  • სამაგიდო კომპიუტერის მონიტორი
  • პრინტერი
  • ძველი ლეპტოპი
  • ძვირადღირებული მობილური ტელეფონი (მიკრო კომპიუტერივითაა)
  • ზემოთ აღნიშნული მობილურის სხვადასხვა დამატებითი აქსესუარები
ასევე მაქვს ავტომანქანა, რომელიც კომპანიას ხმარდება, საჭიროა მისი ხარჯების შეყვანაც:
  • ავტომანქანის ცვეთა
  • ავტომანქანის საწვავი
  • ავტომანქანის ნაწილების შეცვლა
  • ავტომანქანის მიმდინარე რემონტი
  • ავტომანქანის საბურავების შეძენა
  • ავტომანქანის რეცხვა
ასევე მაქვს მომსახურების ხარჯები, რომლებიც კომპანიას ხმარდება:
  • მობილური ტელეფონის ოპერატორის მომსახურება
  • ინტერტნეტ ტელეფონის პროვაიდერის მომსახურება
  • კლენტებთან საქმიანი შეხვედრა-მოლაპარაკების ხარჯები კაფეში, ეგრეთ წოდებული ბიზნეს-ლანჩი
ცოტაოდენი ჩემს გამოცდილებაზე:
ეს ყველაფერი სიის სახით ჩამოწერილი მაქვს, უმეტესობაზე მაქვს ჩემს სახელზე შესყიდვის დოკუმენტები. მე პირადად, გარკვეული თეორიული გამოცდილება მაქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში, დიდი ხნის წინ ბუღალტრადაც კი ვმუშაობდი, ვიცი ბუღალტრული გატარებების გაკეთება. ასევე ნანახი მაქვს ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს როგორ ატარებენ ამერიკაში. მაგრამ არ მაქვს საქართველოში არსებული პრაქტიკის გამოცდილება.

ეხლა რაში მინდა თქვენი რჩევა და დახმარება:
ეხლა მინდა საგადასახადო-საბუღალტრო საქმეში კარგად გამოცდილი სპეციალისტის რჩევა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ხარჯებს საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით და კოდექსის დაცვით შემაყვანინებს. რისთვისაც რათქმაუნდა მზად ვარ გადავუხადო.

ან დამირეკეთ ტელეფონზე 599-50-83-75 ან მომწერეთ აქედან http://www.samushao.com/sendmessage.php
გთხოვთ დროულად დამიკავშირდეთ, ეს საკითხი ამ წლის ბოლომდე უნდა მოვაგვარო.
Super Admin is offline   Reply With Quote
Reply


Currently Active Users Viewing This Thread: 1 (0 members and 1 guests)
 
Thread Tools
Display Modes

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off

Forum Jump

Similar Threads
Thread Thread Starter Forum Replies Last Post
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია tamuna999 მიმდინარე სასწავლო და ტრეინინგის კურსები 0 06-03-2008 19:32
თავიდან მომიხდა საკუთარი ნიკის და პაროლის შეყვანა tekla ზოგადი შეკითხვები ფორუმთან დაკავშირებით 3 05-01-2008 19:33


All times are GMT +4. The time now is 00:26.


Copyright © 2008-2012, Employment and HR Managment Community, Inc.