Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი  
ქართულად ბეჭვდაზე გადაყვანა კლავიშით "~"
English   ქართული   Русский

Go Back   Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი > სამუშაოს მაძიებლების სადისკუსიო > მე და ჩემი სამსახური

მე და ჩემი სამსახური რა მომწონს და რა არ მომწონს, როგორია კოლექტივი, ხელმძღვანელი, ანაზღაურება, მოტივაცია

Reply
 
Thread Tools Display Modes
Old 05-01-2008, 00:53   #1
tekla
Junior Member
 
tekla's Avatar
 
Join Date: Jan 2008
Location: თბილისი
Posts: 24
tekla is on a distinguished road
Default სასურველი სამუშაო

სამუშაოს ძიებისას ადამიანის სულიერი და მატერიალური მოთხოვნები იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. ხშირად ის, რისი კეთებაც გულს უხარია, მცირედანაზღაურებადი, ან საერთოდ, არაანაზღაურებადია. მეორე შემთხვევაში, ანაზღაურება კარგია, მაგრამ საქმე არასასიამოვნო. მაინტერესებს, ვინ რომელ მხარეს ანიჭებს უპირატესობას? როგორ სამსახურს თვლით სასურველად და რა დათმობებზე შეგიძლიათ წასვლა ფინანსურად მომგებიანი წინადადების შემთხვევაში?
tekla is offline   Reply With Quote
Old 05-01-2008, 14:02   #2
tamuna jangulashvili
Junior Member
 
Join Date: Jan 2008
Posts: 3
tamuna jangulashvili is on a distinguished road
Default

ალბათ ჯერჯერობით საქართველოში ის ფუფუნება არა გვაქვს, რომ სამსახური ჩვენი სურვილების შესაბამისად ავარჩიოთ, პირველი კრიტერიუმი არის ხელფასი, თუ კარგად ანაზღაურებადი იქნება სამსახური, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს...თუმცა ჩემთვის ასევე პირველი თუ არა მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ის გარემო, სადაც ვიმუშავებ...
tamuna jangulashvili is offline   Reply With Quote
Old 05-01-2008, 20:00   #3
tekla
Junior Member
 
tekla's Avatar
 
Join Date: Jan 2008
Location: თბილისი
Posts: 24
tekla is on a distinguished road
Default

აბსოლუტურად გეთანხმები, თამუნა. სამწუხაროდ, სამსახურების სურვილისამებრ არჩევის ფუფუნება არ გვაქვს, ამიტომ ვკმაყოფილდებით იმით, რის საშუალებასაც შემთხვევითობა, ნაცნობობა ან იმ დროისთვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ვაკანტური თანამდებობა გვაძლევს...

გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ "გავარდისფერებულ" საქართველოში თავდაპირველად ზარ-ზეიმით გაცხადებულმა დევიზმა "მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა _ ღირსებას" უკვე კარგად აპრობირებულ ნაცნობობ-მეგობრობის შემდეგ გადაინაცვლა...
ვისაც ნაცნობებში არ გაუმართლა, დღეს უმუშევარი ზის სახლებში და მომავალს იმედის თვალით ან უკვე იმედდაკარგული უყურებს... სამწუხაროდ...
tekla is offline   Reply With Quote
Old 15-01-2008, 14:16   #4
natali kalandadze
Junior Member
 
natali kalandadze's Avatar
 
Join Date: Jan 2008
Location: Tbilisi
Posts: 6
natali kalandadze is on a distinguished road
Default

Tekla
ძალიან ცუდია რომ მასე ფიქრობ.
კატეგორიულად არ გეთანხმები.
მაგრამ ეგ ამ თემის საკითხი არაა...


ჩემთვის სასურველი სამუშაო მაღალანაზღაურებადიცაა და სასიამოვნოც, მარა ჯერ არაა
natali kalandadze is offline   Reply With Quote
Old 17-01-2008, 00:15   #5
tekla
Junior Member
 
tekla's Avatar
 
Join Date: Jan 2008
Location: თბილისი
Posts: 24
tekla is on a distinguished road
Default

natali kalandadze, მართლა ძალიან მიხარია, რომ ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებ, დაახლოებით, ათი წლის წინ რომ ეკითხა ვინმეს, მსგავს მსჯელობას კატეგორიულად გამოვრიცხავდი. რასაც ვწერ, გამოცდილების შედეგია. მართალია, სხვაგვარადაც ხდება, მაგრამ ეს იმდენად იშვიათია, რომ...
tekla is offline   Reply With Quote
Old 17-01-2008, 02:34   #6
lady
Junior Member
 
lady's Avatar
 
Join Date: Jan 2008
Posts: 4
lady is on a distinguished road
Default

ეხლა საქართველოში სანთლით გახდა სამსახური საძებარი,რაც ძალიან სამწუხაროა tekla რა თქმა უნდა ისეთი სამსახური მირჩევნია სადაც გულსაც უხარია ანუ ჩემთვის საყვარელ საქმიანობას ვაკეთებ და მაღალი ანაზღაურებაც არის,მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერს კაი დამკვალიანებელიც უნდა ანუ... მე მაგალითად ნებისმიერი თანხიდან შემიძლია დავიცყო (ნუ რა თქმა უნდა შესაბამის სამუშაოზე) ყველაფერის ნულიდან დაწყება უფრო კაია და სასიამოვნო ვიდრე... რა ვიცი ჩემი აზრი ესეთია
lady is offline   Reply With Quote
Old 07-08-2008, 00:28   #7
თამუნა ტაბატაძე
Junior Member
 
თამუნა ტაბატაძე's Avatar
 
Join Date: Aug 2008
Posts: 4
თამუნა ტაბატაძე is on a distinguished road
Default

მართლა ბედნიერია ის ადამიანი,ვისაც სად უნდა იქ რომ მუშაობს მე პირადად ძალიან მინდა რადიოში მუსიკალურ წამყვანად მუშაობა... ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ჯერ ვერ ავიხდინე... აქაც ნაცობობაა ალბათ საჭირო

მუსიკით ვიძინებ და მუსიკით ვიღვიძებ... ნეტა ეს ოცნება ამიხდება? სანამ არ ამიხდება ალბათ მანამდე ვიოცნებებ ;(
__________________
სიმშვიდე და რაციონალური აზროვნება განაპირობებს წარმატებას :)
თამუნა ტაბატაძე is offline   Reply With Quote
Old 25-09-2008, 11:06   #8
arizona
Junior Member
 
Join Date: Sep 2008
Posts: 1
arizona is on a distinguished road
Default

ალბათ მართლა ძნელია ისეთი სამსახურის პოვნა სადაც მაღალი ანაზღაურება და თან სასიამოვნო კოლექტივი თანხვედრი აღმოჩნდება, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული.
აქ მნიშვნელობა ენიჭება კიდევ იმ მთავარ გარემოებას რომ იქ სადა ნუშაობ ეს სენი პროფესიით ხდება თუ განათლებით სვა კვალიფიკაცია გაქვს და მუშაობა სხვა სფეროში გიწევს, ეს რთულია, მე ვერ ვიტყოდი რომ პროტეჟეებს არ ააქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ სიტყვას ჩავანაცვლებდი უფრო მისაღები ფორმით ეს არის რეკომენდაცი და ეს სავსებით ნორმალურიც არის, რადგან ის გარემოება რომ ვინმემ რეკომენდაცია მოგცეს (ფორმას არ ააქვს მნიშვნელობა) და კარგადაც დაგახასიათოს ეს სავსებით მიღებული ვარიანტია.
arizona is offline   Reply With Quote
Reply


Currently Active Users Viewing This Thread: 1 (0 members and 1 guests)
 
Thread Tools
Display Modes

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off

Forum Jump

Similar Threads
Thread Thread Starter Forum Replies Last Post
როგორ მოვძებნოთ სასურველი სამუშაო ? Speaker როგორ მოვძებნოთ სასურველი სამუშაო 20 30-09-2011 15:09


All times are GMT +4. The time now is 06:34.


Copyright © 2008-2012, Employment and HR Managment Community, Inc.