25-12-2012, 11:50
|
#1
|
Administrator
Join Date: Dec 2007
Posts: 28
|
გაწეული რელური ხარჯების კომპანიის ხარჯებში შეყვანა
მოკლედ, ასეთი ვითარებაა:
მაქვს პატარა შპს, რომელიც კომპიუტერული მომსახურების სფეროში საქმიანობს რამდენიმე თვე, თვეში საშუალოდ შემოსავალი მომსახურებიდან არის 500 ლარი. სულ დაგროვილია 2500 ლარამდე.
მაქვს შემდეგი ხარჯები:
არ მინდა რომ არაგონივრულად გავაკეთო და ეს თანხა ხელფასის სახით გამოვიტანო, რომელსაც შემდეგ 20% საშემოსავლო დააკლდება (მოგეხსენებათ მცირე ბიზნესისთვის ეს გაუმართლებლად დიდი ტვირთია, არადა სამწუხაროდ ჩვენთან არ ექცევა მცირე ბიზნესის შეღავათებს ყურადღება, რაც უსამართლოა). რადგან რეალურად მაქვს ხარჯები, რომლის შეტანაც მინდა ამ კომპანიის ხარჯებში, რადგან ისინი სულ კომპანიას ხმარდება, ესენია:
- სამაგიდო კომპიუტერი
- სამაგიდო კომპიუტერის სხვადასხვა დამატებითი აქსესუარები
- სამაგიდო კომპიუტერის მონიტორი
- პრინტერი
- ძველი ლეპტოპი
- ძვირადღირებული მობილური ტელეფონი (მიკრო კომპიუტერივითაა)
- ზემოთ აღნიშნული მობილურის სხვადასხვა დამატებითი აქსესუარები
ასევე მაქვს ავტომანქანა, რომელიც კომპანიას ხმარდება, საჭიროა მისი ხარჯების შეყვანაც:
- ავტომანქანის ცვეთა
- ავტომანქანის საწვავი
- ავტომანქანის ნაწილების შეცვლა
- ავტომანქანის მიმდინარე რემონტი
- ავტომანქანის საბურავების შეძენა
- ავტომანქანის რეცხვა
ასევე მაქვს მომსახურების ხარჯები, რომლებიც კომპანიას ხმარდება:
- მობილური ტელეფონის ოპერატორის მომსახურება
- ინტერტნეტ ტელეფონის პროვაიდერის მომსახურება
- კლენტებთან საქმიანი შეხვედრა-მოლაპარაკების ხარჯები კაფეში, ეგრეთ წოდებული ბიზნეს-ლანჩი
ცოტაოდენი ჩემს გამოცდილებაზე:
ეს ყველაფერი სიის სახით ჩამოწერილი მაქვს, უმეტესობაზე მაქვს ჩემს სახელზე შესყიდვის დოკუმენტები. მე პირადად, გარკვეული თეორიული გამოცდილება მაქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში, დიდი ხნის წინ ბუღალტრადაც კი ვმუშაობდი, ვიცი ბუღალტრული გატარებების გაკეთება. ასევე ნანახი მაქვს ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს როგორ ატარებენ ამერიკაში. მაგრამ არ მაქვს საქართველოში არსებული პრაქტიკის გამოცდილება.
ეხლა რაში მინდა თქვენი რჩევა და დახმარება:
ეხლა მინდა საგადასახადო-საბუღალტრო საქმეში კარგად გამოცდილი სპეციალისტის რჩევა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ხარჯებს საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით და კოდექსის დაცვით შემაყვანინებს. რისთვისაც რათქმაუნდა მზად ვარ გადავუხადო.
ან დამირეკეთ ტელეფონზე 599-50-83-75 ან მომწერეთ აქედან http://www.samushao.com/sendmessage.php
გთხოვთ დროულად დამიკავშირდეთ, ეს საკითხი ამ წლის ბოლომდე უნდა მოვაგვარო.
|
|
|