View Single Post
Old 05-01-2008, 20:09   #2
tekla
Junior Member
 
tekla's Avatar
 
Join Date: Jan 2008
Location: თბილისი
Posts: 24
tekla is on a distinguished road
Default

ვინც ითხოვს მოტივაციის წერილს, შესაბამისად, ყურადღებასაც აქცევს მას...
ისე, მართლა მაინტერესებს და იქნებ, კომპეტენტურმა ადამიანმა გამცეს პასუხი, რა შეიძლება მოგვცეს მოტივაციის წერილმა? ე.ი. ჩვენ უნდა დავასაბუთოთ, რატომ გვინდა მივიღოთ ესა თუ ის სამუშაო და დავარწმუნოთ პოტენციური დამქირავებელი, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც ისინი ასე გულმოდგინედ ეძებენ. ანუ, უნდა დავწეროთ, როგორ მოგვწონს ორგანიზაცია, რომელშიც მუშაობას ვაპირებთ და ჩვენ რა კარგი კადრები ვიქნებით შესაბამისი სამუშაოს შესრულების დროს...

მოდით, ვიმსჯელოთ, რატომ შეიძლება დავიწყოთ მუშაობა ამა თუ იმ ორგანიზაციაში? იმიტომ, რომ გვჭირდება შესაბამისი საქმე და ანაზღაურება. თუ ორგანიზაცია ძლიერია, ანაზღაურებაც მაღალი და რაც მთავარია, სტაბილურია. მოტივიც ესაა. ამას კი ხსენებულ წერილში არავინ წერს. მაშინ რა საჭიროა ამ წერილის წარდგენა საერთოდ, თუ მასში მაინც არ დაიწერება ის რეალური მოტივი, რისთვისაც ადამიანი სამუშაოს ეძებს?...
tekla is offline   Reply With Quote