View Single Post
Old 11-03-2008, 23:41   #1
Temo Gelashvili
Junior Member
 
Join Date: Dec 2007
Posts: 11
Temo Gelashvili is on a distinguished road
Default მოსალოდნელი კითხვები გასაუბრების დროს

მოსალოდნელი კითხვები გასაუბრების დროსმომიყევით თქვენს შესახებ.
რჩევა: გასაუბრებამდე ჩამოაყალიბეთ დაახლოებით 100-150 სიტყვიანი პასუხი. (გაითვალიწინეთ რომ დამსაქმებელს წაკითხული აქვს თქვენი რეზიუმე და უკეთესი იქნება სხვა სიტყვებით გასცეთ პასუხი). არ დაიწყოთ თქვენი სახელით და გვარით. (მე ვარ ...) სად წარმოგიდგენიათ თავი ერთი ან/და რამდენიმე წლის შემდეგ?
რა მიზნები გაქვთ უახლოესი 5 ან/და რამდენიმე წლის გამმავლობაში?
რა გზებით აპირებთ თქვენი მიზნების მიღწევას?
მოსალოდნელი ან/და დამაკმაყოფილებელი ხელფასი.
რატომ უნდა დაგიქირავოთ?
რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ?
რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
თუ იცით რა მოვალეობები გექნებათ თუკი მოცემულ ვაკანსიას დაიკავებთ?

ცხადია ყველა კომპანიას განსხვავებული მიდგომა აქვს გასაუბრებასთან მიმართებაში. ზემოთ ჩამოთვლილია ძირითადი სავარაუდო კითხვები, რომლების ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება დაუსვან. გასაუბრებამდე შეადგინეთ თქვენი პროფესიის შესაბამისი კითხვები და შეეცადეთ პასუხი გასცეთ მათ.
Temo Gelashvili is offline   Reply With Quote