View Single Post
Old 10-09-2010, 22:49   #2
Quite Good Ko
Member
 
Quite Good Ko's Avatar
 
Join Date: Sep 2010
Location: Tbilisi
Posts: 46
Quite Good Ko is on a distinguished road
Lightbulb

Quote:
Originally Posted by Temo Gelashvili View Post
მოსალოდნელი კითხვები გასაუბრების დროსმომიყევით თქვენს შესახებ.
რჩევა: გასაუბრებამდე ჩამოაყალიბეთ დაახლოებით 100-150 სიტყვიანი პასუხი. (გაითვალიწინეთ რომ დამსაქმებელს წაკითხული აქვს თქვენი რეზიუმე და უკეთესი იქნება სხვა სიტყვებით გასცეთ პასუხი). არ დაიწყოთ თქვენი სახელით და გვარით. (მე ვარ ...) სად წარმოგიდგენიათ თავი ერთი ან/და რამდენიმე წლის შემდეგ?
რა მიზნები გაქვთ უახლოესი 5 ან/და რამდენიმე წლის გამმავლობაში?
რა გზებით აპირებთ თქვენი მიზნების მიღწევას?
მოსალოდნელი ან/და დამაკმაყოფილებელი ხელფასი.
რატომ უნდა დაგიქირავოთ?
რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ?
რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
თუ იცით რა მოვალეობები გექნებათ თუკი მოცემულ ვაკანსიას დაიკავებთ?

ცხადია ყველა კომპანიას განსხვავებული მიდგომა აქვს გასაუბრებასთან მიმართებაში. ზემოთ ჩამოთვლილია ძირითადი სავარაუდო კითხვები, რომლების ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება დაუსვან. გასაუბრებამდე შეადგინეთ თქვენი პროფესიის შესაბამისი კითხვები და შეეცადეთ პასუხი გასცეთ მათ.
გასაუბრებისას სასურველია არ დაეყრდნოთ ინტუიციას და არ "გამოიგონოთ ველოსიპედი ხელახლა",თქვენი სპონტანური პასუხებით შესაძლოა მოახდინოთ
არასასურველი შთაბეჭდილება.ადამიანები საკმაოდ ჭკვიანი არსებები არიან და დაკისრებულ მოვალეობებს როგორც წესი პირნათლად ასრულებენ;ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავხართ როგორც თქვენ ასევე თქვენი ოპონენტი-შესაძლო დამქირავებელი.
დამერწმუნეთ მთავარში:დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მხოლოდ უფროსები იღებენ.
Quite Good Ko is offline   Reply With Quote