Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი

Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი (http://www.samushao.com/index.php)
-   მოტივაციის წერილის შესახებ / Cover Letter (http://www.samushao.com/forumdisplay.php?f=16)
-   -   როგორ ფიქრობთ აქცევენ მოტივაციის წერილს ქართველი დამქირავებლები ყურადღებას? (http://www.samushao.com/showthread.php?t=14)

Speaker 02-01-2008 23:08

როგორ ფიქრობთ აქცევენ მოტივაციის წერილს ქართველი დამქირავებლები ყურადღებას?
 
როგორ ფიქრობთ აქცევენ მოტივაციის წერილს ქართველი დამქირავებლები ყურადღებას? რას ფიქრობთ?

tekla 05-01-2008 20:09

ვინც ითხოვს მოტივაციის წერილს, შესაბამისად, ყურადღებასაც აქცევს მას...
ისე, მართლა მაინტერესებს და იქნებ, კომპეტენტურმა ადამიანმა გამცეს პასუხი, რა შეიძლება მოგვცეს მოტივაციის წერილმა? ე.ი. ჩვენ უნდა დავასაბუთოთ, რატომ გვინდა მივიღოთ ესა თუ ის სამუშაო და დავარწმუნოთ პოტენციური დამქირავებელი, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც ისინი ასე გულმოდგინედ ეძებენ. ანუ, უნდა დავწეროთ, როგორ მოგვწონს ორგანიზაცია, რომელშიც მუშაობას ვაპირებთ და ჩვენ რა კარგი კადრები ვიქნებით შესაბამისი სამუშაოს შესრულების დროს...

მოდით, ვიმსჯელოთ, რატომ შეიძლება დავიწყოთ მუშაობა ამა თუ იმ ორგანიზაციაში? იმიტომ, რომ გვჭირდება შესაბამისი საქმე და ანაზღაურება. თუ ორგანიზაცია ძლიერია, ანაზღაურებაც მაღალი და რაც მთავარია, სტაბილურია. მოტივიც ესაა. ამას კი ხსენებულ წერილში არავინ წერს. მაშინ რა საჭიროა ამ წერილის წარდგენა საერთოდ, თუ მასში მაინც არ დაიწერება ის რეალური მოტივი, რისთვისაც ადამიანი სამუშაოს ეძებს?...

sisi 13-01-2008 20:13

მართლაც საინტერესო თემაა... იმიტომ რომ ქართველი დამქირავლების უმეტესობას წესიერად CV წაკითხვაც ეზარებათ არამც თუ მოტივაციის წერილის...რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება....მეც მაინტერესებს პასუხი თეკლას კითხვებზე

natali kalandadze 15-01-2008 14:13

რატომღაც მგონია რომ მოტივაციის წერილი პირველ რიგში ფილტრაციისთვისაა, ანუ ბევრს ეზარება დაწერა და გაგზავნა, ან გზავნის მარტო სივის და ავტომატურად იბლოკება.
შემდეგ, ერთი შეხედვითაც ბევრ რამეს გეტყვი სამოტივაციო წერილი სულ რომ შინაარსი არ წაიკითხო. 3-4 ხაზი თუ წერია, ან ბევრი შეცდომით და ამ დროს აპლიკანტი წერს რომ Fლუენთია ინგლისურში, ამით დროს ზოგავ იმჰო

IQZ 17-01-2008 23:39

სამოტივაციო წერილი ისე უნდა დაწერო, რო იმ გოგონას, რომელსაც დაავალეს კანდიდატების CV წაკითხვა და ამორჩევა, მოეწონოს! მე რო ვწერ, წარმოვიდგენ გამხდარ შავგრემან 20-30 წლის გოგონას (რა თქმა უნდა გაუთხოვარს) და ვწერ... მერე ინტერვიუზე ის გაღიმებული სახით მიყურებს და ამ დროს მე მიყვარს ეს გოგონა... მარა ცუდი ბიძიები, რომლებსაც არც წაუკითხავთ ჩემი CV, სხვაგვარად ფიქრობენ და ჯერჯერობით უარს მეუბნებიან... :)

ambernicole 22-11-2010 14:42

ჩემთვის სასურველი სამუშაო მაღალანაზღაურებადიცაა და სასიამოვნოც, მარა ჯერ არაა

MarkDaniels 06-01-2017 13:38

RE:
 
Hi, folks! Creating a cover letter seems to be easy at first sight. However, as soon as you start working on this document, you finally understand that this task is definitely not for you. http://skywritingservice.com/blog/15...e-cover-letter


All times are GMT +4. The time now is 01:24.

Copyright © 2008-2012, Employment and HR Managment Community, Inc.