Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი

Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი (http://www.samushao.com/index.php)
-   მე და ჩემი სამსახური (http://www.samushao.com/forumdisplay.php?f=39)
-   -   სასურველი სამუშაო (http://www.samushao.com/showthread.php?t=32)

tekla 05-01-2008 00:53

სასურველი სამუშაო
 
სამუშაოს ძიებისას ადამიანის სულიერი და მატერიალური მოთხოვნები იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. ხშირად ის, რისი კეთებაც გულს უხარია, მცირედანაზღაურებადი, ან საერთოდ, არაანაზღაურებადია. მეორე შემთხვევაში, ანაზღაურება კარგია, მაგრამ საქმე არასასიამოვნო. მაინტერესებს, ვინ რომელ მხარეს ანიჭებს უპირატესობას? როგორ სამსახურს თვლით სასურველად და რა დათმობებზე შეგიძლიათ წასვლა ფინანსურად მომგებიანი წინადადების შემთხვევაში?

tamuna jangulashvili 05-01-2008 14:02

ალბათ ჯერჯერობით საქართველოში ის ფუფუნება არა გვაქვს, რომ სამსახური ჩვენი სურვილების შესაბამისად ავარჩიოთ, პირველი კრიტერიუმი არის ხელფასი, თუ კარგად ანაზღაურებადი იქნება სამსახური, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს...თუმცა ჩემთვის ასევე პირველი თუ არა მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ის გარემო, სადაც ვიმუშავებ...

tekla 05-01-2008 20:00

აბსოლუტურად გეთანხმები, თამუნა. სამწუხაროდ, სამსახურების სურვილისამებრ არჩევის ფუფუნება არ გვაქვს, ამიტომ ვკმაყოფილდებით იმით, რის საშუალებასაც შემთხვევითობა, ნაცნობობა ან იმ დროისთვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ვაკანტური თანამდებობა გვაძლევს...

გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ "გავარდისფერებულ" საქართველოში თავდაპირველად ზარ-ზეიმით გაცხადებულმა დევიზმა "მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა _ ღირსებას" უკვე კარგად აპრობირებულ ნაცნობობ-მეგობრობის შემდეგ გადაინაცვლა...
ვისაც ნაცნობებში არ გაუმართლა, დღეს უმუშევარი ზის სახლებში და მომავალს იმედის თვალით ან უკვე იმედდაკარგული უყურებს... სამწუხაროდ...

natali kalandadze 15-01-2008 14:16

Tekla
ძალიან ცუდია რომ მასე ფიქრობ.
კატეგორიულად არ გეთანხმები.
მაგრამ ეგ ამ თემის საკითხი არაა...


ჩემთვის სასურველი სამუშაო მაღალანაზღაურებადიცაა და სასიამოვნოც, მარა ჯერ არაა :)

tekla 17-01-2008 00:15

natali kalandadze, მართლა ძალიან მიხარია, რომ ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებ, დაახლოებით, ათი წლის წინ რომ ეკითხა ვინმეს, მსგავს მსჯელობას კატეგორიულად გამოვრიცხავდი. რასაც ვწერ, გამოცდილების შედეგია. მართალია, სხვაგვარადაც ხდება, მაგრამ ეს იმდენად იშვიათია, რომ...

lady 17-01-2008 02:34

ეხლა საქართველოში სანთლით გახდა სამსახური საძებარი,რაც ძალიან სამწუხაროა :( tekla რა თქმა უნდა ისეთი სამსახური მირჩევნია სადაც გულსაც უხარია ანუ ჩემთვის საყვარელ საქმიანობას ვაკეთებ და მაღალი ანაზღაურებაც არის,მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერს კაი დამკვალიანებელიც უნდა ანუ... :) მე მაგალითად ნებისმიერი თანხიდან შემიძლია დავიცყო (ნუ რა თქმა უნდა შესაბამის სამუშაოზე) ყველაფერის ნულიდან დაწყება უფრო კაია და სასიამოვნო ვიდრე... :) რა ვიცი ჩემი აზრი ესეთია :)

თამუნა ტაბატაძე 07-08-2008 00:28

მართლა ბედნიერია ის ადამიანი,ვისაც სად უნდა იქ რომ მუშაობს :( მე პირადად ძალიან მინდა რადიოში მუსიკალურ წამყვანად მუშაობა... ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ჯერ ვერ ავიხდინე... აქაც ნაცობობაა ალბათ საჭირო :(

მუსიკით ვიძინებ და მუსიკით ვიღვიძებ... ნეტა ეს ოცნება ამიხდება? სანამ არ ამიხდება ალბათ მანამდე ვიოცნებებ :D ;(

arizona 25-09-2008 11:06

ალბათ მართლა ძნელია ისეთი სამსახურის პოვნა სადაც მაღალი ანაზღაურება და თან სასიამოვნო კოლექტივი თანხვედრი აღმოჩნდება, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული.
აქ მნიშვნელობა ენიჭება კიდევ იმ მთავარ გარემოებას რომ იქ სადა ნუშაობ ეს სენი პროფესიით ხდება თუ განათლებით სვა კვალიფიკაცია გაქვს და მუშაობა სხვა სფეროში გიწევს, ეს რთულია, მე ვერ ვიტყოდი რომ პროტეჟეებს არ ააქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ სიტყვას ჩავანაცვლებდი უფრო მისაღები ფორმით ეს არის რეკომენდაცი და ეს სავსებით ნორმალურიც არის, რადგან ის გარემოება რომ ვინმემ რეკომენდაცია მოგცეს (ფორმას არ ააქვს მნიშვნელობა) და კარგადაც დაგახასიათოს ეს სავსებით მიღებული ვარიანტია.


All times are GMT +4. The time now is 03:45.

Copyright © 2008-2012, Employment and HR Managment Community, Inc.