Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი

Samushao.Com - Employment Forum - დასაქმების ფორუმი (http://www.samushao.com/index.php)
-   რეზიუმე, სი-ვი შესახებ / Resume, CV (http://www.samushao.com/forumdisplay.php?f=15)
-   -   რა განსხვავებაა Resume-სა და CV-ს შორის? (http://www.samushao.com/showthread.php?t=12)

Speaker 02-01-2008 23:01

რა განსხვავებაა Resume-სა და CV-ს შორის?
 
რა განსხვავებაა Resume-სა და CV-ს შორის? ვინც იცოს აბა აზრი გაგვიზიარეთ, და განვიხილოთ :)

irina 11-01-2008 21:55

არანაირი Resume-ს ეძახიან უცხოელები, და CV-ს ჩვენ. ნუ ერთი შეიძლება იყოს ის რომ Rezumes objective-ები აქვს და CV არა :rolleyes:

lady 12-01-2008 02:25

რეზიუმე [ფრანგ.resume]-შრომის, მოხსენების, სტატიის და მისთ. მოკლე შინაარსი, დასკვნა.და CV პირადი ინფორმაცია :)

irina 12-01-2008 13:20

Quote:

Originally Posted by lady (Post 84)
რეზიუმე [ფრანგ.resume]-შრომის, მოხსენების, სტატიის და მისთ. მოკლე შინაარსი, დასკვნა.და CV პირადი ინფორმაცია :)

resume-შიც პირად ინფორმაციას წერ, რაღაცეების გარდა რა თქმა უნდა

Nino Jinjolava 31-01-2008 14:09

რეზიუმე (ფრანგ.შინაარსი) გამოიყენება უფრო ამერიკაში და მისი შინაარსი და ფორმატი არის უფრო კონკრეტულ ვაკანსიას მორგებული, რომელზეც განაცხადი კეთდება, ანუ შეიცავს მხოლოდ იმ ინფორმაციას რაც უკავშირდება კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნებს.
CV (ლათ. ცხოვრების კურსი) უფრო ევროპული მოვლენაა და მასში ვრცლად იწერება ინფორმაცია აპლიკანტის განათლებისა და გამოცდილების შესახებ.
კიდევ არის რაღაც-რაღაც ნიუანსები ფორმატში, რაც განასხვავებს მათ, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ არსობრივად მათ შორის დიდი განსხვავება არაა.
საქართველოში ძირითადად ვიყენებთ CV-ს, ან ორივეს ფორმატს ვურევთ ერთმანეთში.

fibrin 09-06-2009 13:53

რა მნიშვნელობაა აქვს რეზიუმე ერქმევა თუ სივი,სამუშაო იყოს:confused:

Quite Good Ko 14-09-2010 19:01

პრინციპში ბარბარიზმებთან საქმე არ გვაქვს
 
Quote:

Originally Posted by fibrin (Post 628)
რა მნიშვნელობაა აქვს რეზიუმე ერქმევა თუ სივი,სამუშაო იყოს:confused:

ვთქვათ თქვენ "ფიბრინ" ხართ "ფაბრიკანტი" და გესაჭიროებათ დამხმარე წარმოების
დარგში.აცხადებთ ვაკანსიას "დასაქმება.კომში" ;) და შესაბამისად დაინტერესებული ხართ რომ "კომში" იყოს მწიფე და თქვენთვის და საქმისთვის შესაფერისი.
თუ თქვენ განაცხადებთ რომ "კომშმა" დააკმაყოფილოს თქვენი ამერიკანიზებული ან ევროპიზებული მოთხოვნები შესაბამისად მოითხოვთ Nino Jinjolava-სეულ რეზიუმეს ან სივს.
მგონი მეც მივხვდი:D

Eve 30-08-2011 10:33

საქართველოში CV და რეზიუმე არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ანუ ერთმანეთის სინონიმურად გამოიყენება ეს ტერმინები. არის ქვეყნები სადაც ეს ორი დოკუმენტი განირჩევა ერთმანეთისგან. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება შემდეგი ძირითადი ნიშნებით:
  • რეზიუმე უფრო ლაკონური და ,,რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე (სამუშაო ადგილზე) მორგებული'' საქმიანი ქაღალდია. დამსაქმებელს აინტერესებს კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების მოკლე, კონკრეტული და ლაკონური აღწერა. CV უფრო ვრცელია, მისი შედგენის დროსაც აუცილებელია იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რომელზეც ვგზავნით მას, მაგრამ დასაშვებია ნაკლებად დაკავშირებული ცნობების მოტანაც.
  • CV ადამიანის უნარებისა და გამოცდილების ვრცელი აღწერაა და შესაბამისად, შეიძლება 2 გვერდსაც აღემატებოდეს. ხოლო რეზიუმე ერთ გვერდზეც შეიძლება წარმოვადგინოთ.
  • CV, როგორც ასეთი (იგულისხმება ყველა ნორმისა და სტანდარტის დაცვით შედგენილი CV) გამოიყენება ძირითადად სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პოზიციებზე განაცხადის გაკეთებისას.
  • CV-ში ჩამოთვლილი უნდა იყოს ადამიანის პუბლიკაციები, გამოცემები, სტატიები, მონაწილეობა კონფერენციებსა და სემინარებში. რეზიუმეში კი არ ავღნიშნავთ ასეთ დეტალებს (მაშინ რეზიუმე რეზიუმე აღარ იქნება და CV-იდ გადაიქცევა). სწორედ ამის გამოა, რომ CV-ის სამეცნიერო და აკადემიურ პოზიციებზე განაცხადის შეტანისას იყენებენ.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში CV და რეზიუმე ერთმანეთის სინონიმურად გამოიყენება და წაშლილია მათ შორის მკვეთრი განსხვავება.


უფრო ვრცლად CV-ის შედგენის შესახებ, ასევე რჩვევები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე:

http://staffge.wordpress.com/

წარმატებებს გისურვებთ! :) ))


All times are GMT +4. The time now is 21:42.

Copyright © 2008-2012, Employment and HR Managment Community, Inc.